ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც ირანისთვის სასურველი ზოგადი პრინციპების მიღების შედეგად იქნა მიღწეული, ჩვენი დიდი მოწამე ლიდერის, ხამენეის დაღვრილი სისხლისა და ხალხის სრულმასშტაბიანი ჩართულობის ნაყოფია, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ირანი ერთიანობას შეინარჩუნებს.
„დღეიდან ჩვენ გავაგრძელებთ ერთად დგომას, იქნება ეს დიპლომატიაში, თავდაცვაში, ქუჩებში, თუ მომსახურების გაწევაში“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.