ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, განაცხადა, რომ თუ ირანზე თავდასხმები შეწყდება, ირანი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს და ორი კვირის განმავლობაში უზრუნველყოფს ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილებას. ამის შესახებ არაღჩი X-ზე წერს.
"ირანის უმაღლესი ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით ვაცხადებ: თუ ირანზე თავდასხმები შეწყდება, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ თავდაცვით ოპერაციებს“, - წერს არაღჩი.
მან განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლა ორ კვირაში იქნება უზრუნველყოფილი, ნავიგაციის უსაფრთხოების კოორდინაციით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებთან და ყველა ტექნიკური შეზღუდვის გათვალისწინებით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გემების მოძრაობაზე.