ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის პაკისტანში ჩასვლაზე თეირანს უარი არასდროს უთქვამს.
როგორც არაღჩი სოციალურ ქსელში წერს, ამერიკული მედია პაკისტანში მოლაპარაკებების შესახებ ირანის პოზიციას არასწორად ავრცელებს.
„მადლიერი ვართ პაკისტანის ძალისხმევისთვის და არასდროს გვითქვამს უარი ისლამაბადში ჩასვლაზე. ჩვენ გვაღელვებს იმ უკანონო ომის საბოლოო და გრძელვადიანი დასრულების პირობები, რომელიც ირანს თავს მოახვიეს“, - წერს არაღჩი.
მანამდე, გამოცემა The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.