ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისა და პაკისტანის ხელმძღვანელობით სხვა რეგიონული შუამავლების მცდელობები, აშშ და ირანi ცეცხლის შეწყვეტას დააახლოონ, ჩიხში შევიდა. ამის შესახებ The Wall Street Journal იუწყება.
შუამავლების თქმით, ირანმა ოფიციალურად აცნობა მათ, რომ არ არის მზად უახლოეს დღეებში ისლამაბადში აშშ-ის წარმომადგენლებთან შესახვედრად. თეირანი ვაშინგტონის მოთხოვნებს მიუღებელს უწოდებს.
ირანმა მანამდე განაცხადა, რომ ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაასრულებს, თუ აშშ რეპარაციებს გადაიხდიდს, თავის ჯარებს ახლო აღმოსავლეთში არსებული ბაზებიდან გაიყვანს და გარანტიას მიცემს, რომ ხელახლა არ დაესხმება თავს.
თურქეთი და ეგვიპტე კვლავ დაჟინებით მოითხოვენ მოლაპარაკებების ორგანიზებას. შესაძლო ადგილებს შორის განიხილება დოჰა ან სტამბოლი.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, ხიდებსა და ელექტროსადგურებზე ახალი დარტყმებით დაემუქრა.
Axios-მა 1-ელ აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ირანი განიხილავენ შესაძლო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ.
მედიის ცნობით, ტრამპის მითითებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ირანის საკითხზე მოლაპარაკებების მონაწილეებს ნათლად განუცხადა, რომ ტრამპი მზადაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუ აშშ-ის გარკვეული მოთხოვნები დაკმაყოფილდება.