სამწუხაროდ, საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა. ეს აღარ არის დემოკრატია, აღარ არის ნახევრად დემოკრატია. აღარც კი ოდნავ დემოკრატია. სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ სინამდვილეში, საქართველო ახლა უფრო და უფრო უახლოვდება ავტორიტარული ერების კლუბს, - ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ ნიდერლანდების პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში „საქართველოში მზარდი რეპრესიების შესახებ“ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, ის რაც ქვეყანაში ხდება არა იზოლირებული მოვლენა, ან უბრალოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი, არამედ ფართო, გეოპოლიტიკური ოპერაციის ნაწილია.
"დიდი მადლობა ამ დისკუსიის ორგანიზებისთვის, რადგან საქართველოს ეს ყურადღება ნამდვილად სჭირდება. თქვენთვის კარგი ამბავი არ მაქვს. სამწუხაროდ, საქართველო მიტაცებული სახელმწიფოა. ეს აღარ არის დემოკრატია, აღარ არის ნახევრად დემოკრატია. აღარც კი ოდნავ დემოკრატია. სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ სინამდვილეში, საქართველო ახლა უფრო და უფრო უახლოვდება ავტორიტარული ერების კლუბს, როგორიცაა რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ბელარუსი. ალბათ გაქვთ კითხვა როგორ აღმოვჩნდით იქ? როგორ ვერ შენიშნა ევროკავშირმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საქართველოს კანადის სტატუსი მიანიჭა, ეს ტრაგიკული ტრაექტორია. ძირითადად, შემიძლია გითხრათ, რომ ის, რასაც ვაკვირდებით, რასაც ვხედავთ, არ არის იზოლირებული მოვლენა ან უბრალოდ შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ოლიგარქიული ძალაუფლების შენარჩუნებას ეხება. ეს უფრო ფართო, გეოპოლიტიკური ოპერაციის ნაწილია," - განაცხადა ევროპული კვლევების დირექტორმა, გიორგი რუხაძემ.