„ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული მმართველობის ქვეშ სერიოზული შეშფოთების საგანია“, – ამბობს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში.
Independence Avenue Media-სთვის მიცემულ ინტერვიუში სენატორს აშშ-საქართველოს ურთიერთობების სტატუსსა და ურთიერთობების განვითარებაზე ჰკითხეს.
ჯიმ რიშის თქმით, თუ საქართველოს მთავრობა ძალაუფლების კონსოლიდაციის გზით გააგრძელებს სვლას, აშშ-მა შესაბამისად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ურთიერთობის მიმართ.
„ქართული ოცნების“ მიერ ძალაუფლების კონსოლიდაცია ერთპარტიული მმართველობის ქვეშ სერიოზული შეშფოთების საგანია. თუ მთავრობა ამ გზით სვლას გააგრძელებს, აშშ-მა შესაბამისად უნდა შეცვალოს თავისი მიდგომა ამ ურთიერთობის მიმართ. საქართველოს მთავრობის ანტიამერიკული რიტორიკა, თავდასხმები სიტყვის თავისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, ასევე ჩინეთთან და ირანთან დაახლოება, ცუდი ნიშანია ჩვენი ურთიერთობის მომავლისთვის. იმედი მაქვს, ის (ხელისუფლება) კურსს შეიცვლის“, – თქვა სენატორმა.
MEGOBARI აქტთან დაკავშირებით, რიშმა თქვა, რომ მისი კოლეგები სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში აგრძელებენ მუშაობას „მეგობარი“ აქტის მისაღებად.