ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე წერს. ის ბანერზე წარწერის გაკეთების გამო ელენე ხოშტარიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმიანება,
„ახლახან ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ევროპარლამენტი ქართველ ხალხსა და პოლიტიკურ პატიმრებს სრულ სოლიდარობას უცხადებს, რაც მარტში მიღებულ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ დაადასტურა“, - წერს ევროპარლამენტარი X-ზე.