რუსეთის საგარეო უწყება - რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო და რუსეთის ლიდერის სამძიმარი გადასცა ქართველ სასულიერო პირებსა და ხალხს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო.
„რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში მიხაილ შვიდკოი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრო და რუსეთის ლიდერის სამძიმარი გადასცა ქართველ სასულიერო პირებსა და ხალხს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.