უკრაინა და მოლდოვაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ, სამწუხაროდ, დღეს, საქრათველო მათ ჩამორჩება, საქართველო უკანაა, "სწორედ ქართული ოცნების" ქმედებების გამო, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბენჟამენ ჰადადიმ ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე „ევროსკოპს“ განუცხადა.
"უკრაინა და მოლდოვაა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინ მიიწევენ, სამწუხაროდ, დღეს, საქრათველო მათ ჩამორჩება. საქართველო უკანაა, "სწორედ ქართული ოცნების" ქმედებების გამო, იმ რეპრესიების გამო, რომელიც ქუჩებში ვნახეთ, იმ არალიბერალური ნაბიჯების გამო, რომელიც მთავრობამ გადადგა, სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი მედიისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიების გამო.
ჩვენ მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას" შეწყვიტოს რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები , რომლებიც გასულ წელს ვიხილეთ, შეაჩეროს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი , რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას , საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი მოსახლეობის ლეტიგიმურ მისწარებას ევროკაშირში , რომელსაც დღეს ქართული ოცნება ღალატობს. თუ მათ სურთ დაუბრუნდნენ ევროკაშირის გზას , იციან ეს როგორ უნდა გააკეთონ.
გულწრფელად რომ გითხრათ, ახლა საქართველო ევროკაშირის კანდიდატია, მაგრამ დე ფაქტო სტატუსი გაყინულია, არ მიდის წინ. იქამდე არ წავა წინ, სანამ ქართული ოცნება გააგრძელებს რეპრესიებს ქართველი ხალხისა დაქართული სამოქალაქო საზოგადოების დემოკრატიული და თავისუფალი მისწარეფების წინააღმდეგ რეპრესიებს. უფრო მეტიც, იცით, რომ ჩვენ გვაქვს მექანიზმები , განსაკუთრებით ვიზები, რომელიც ევროპული საბჭოს წევრების მაგიდაზე დევს", - განაცხადა ბენჟამენ ჰადადიმ.