გაერო-ს უსაფრთხოების საბჭომ მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომლითაც ირანისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს შეტევა სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და იორდანიაზე.
15-წევრიან საბჭოში რეზოლუციას მხარი 13-მა ქვეყანამ დაუჭირა, ორმა კი - ჩინეთმა და რუსეთმა - თავი შეიკავა.
რეზოლუცია უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმებს ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, კატარის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იორდანიის წინააღმდეგ და ამ თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
დოკუმენტის თანახმად, ამ ქვეყნებზე ირანის თავდასხმები საერთაშორისო სამართლის დარღვევაა და სერიოზულად ემუქრება გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას. რეზოლუციაში დაგმობილია თეირანის ნებისმიერი ქმედება და მუქარა, რომლებიც მიმართულია ჰორმუზის სრუტით საერთაშორისო ნაოსნობის დაბლოკვისა და შეფერხებისკენ.
რეზოლუციის პროექტი განსახილველად წარადგინეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, საუდის არაბეთმა, კუვეიტმა, ომანმა, კატარმა, ბაჰრეინმა და იორდანიამ.