უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიისგაბ PAC-3-ის რაკეტები მიიღო, რომელთა მიწოდებაზეც რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, რაკეტები უკრაინაში 10 მარტს ჩავიდა.
„ბოლო რამშტაინის შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორებისგან შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის დაახლოებით იმ რაოდენობის რაკეტებს მივიღებდით, რაზეც თქვენ საუბრობთ (35 რაკეტა), კერძოდ, PAC-3-ს. ეს მხოლოდ ერთი ქვეყნიდან არ იყო, მოდით, ვიყოთ გულახდილები, არამედ რამდენიმე ქვეყნიდან.
საერთო ჯამში, როგორც თქვით, ეს არის ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვის პაკეტი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან პერიოდულად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მეტი გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ამ რაკეტების გერმანული ნაწილი გუშინ ჩამოვიდა, ამისთვის მადლობა,“ - განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.