მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები განუყოფლად არიან დაკავშირებული: ისინი თანამშრომლობენ, ცვლიან რესურსებს, იარაღსა და ტექნოლოგიებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, უკრაინასა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო საფრთხეების წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო.
საერთო საფრთხეების წინააღმდეგ გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო „შაჰედების“ „ძალიან სასიკვდილო ღრიალი“ უკრაინასა და სპარსეთის ყურის რეგიონზე გვახსენებს, რომ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები ერთმანეთისგან იზოლირებული არ არის.
სინამდვილეში, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ომი და უკრაინის დაცვა რუსული აგრესიისგან ერთი და იგივე ომის ორი თეატრია.
მოსკოვისა და თეირანის რეჟიმები განუყოფელია: ისინი თანამშრომლობენ, ცვლიან რესურსებს, იარაღსა და ტექნოლოგიებს“, - დაწერა მინისტრმა Х-ზე.
.მან აღნიშნა, რომ რუსეთისა და ირანის რეჟიმები თანაბარ საფრთხეს უქმნიან უკრაინას, ევროპას, შეერთებულ შტატებსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს, ამიტომ მათგან ეფექტური დაცვაც კოლექტიური უნდა იყოს.
„უკრაინაში ჩვენ ეს გვესმის — სწორედ ამიტომ აქტიურად ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას სიცოცხლის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ახლო აღმოსავლეთშიც. ჩვენი პარტნიორებისგანაც იგივე რეალისტურ მიდგომას ველით. გადამწყვეტი ქმედებებია საჭირო როგორც უკრაინაში, ასევე სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო საფრთხეების წინააღმდეგ. ეს არ არის „ან-ან“ ტიპის არჩევანი. სიცოცხლის დაცვის გაძლიერება ამ გლობალურ ფრონტზე აძლიერებს ყველას უსაფრთხოებას“, - აღნიშნა სიბიჰამ.
მისი თქმით, ირანის მოკავშირის, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვები არ უნდა შემსუბუქდეს, პირიქით, ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
„უკრაინის მხარდაჭერაში შეჩერება არ არის - ეს მხარდაჭერა არის ინვესტიცია, რომელიც საერთო ძალად იქცევა. მოსკოვისა და თეირანის რეჟიმებს ის აერთიანებთ, რომ მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.