ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პერე ჟოან პონი აცხადებს, რომ მრავალი თვის თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა ყველა მხარესთან.
მისივე თქმით, საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია შეხვდა როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის წევრებს.
ამასთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა შედგა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან.
„ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებზე, იმ ყველა გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ხვალ გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც უფრო მეტ დეტალს გაგაცნობთ“, – განაცხადა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.