პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, თომას როუზმა, გააკრიტიკა პოლონელი ევროპარლამენტარის, პოლონეთის ოპოზიციური პარტია "დამოუკიდებლობის კონფედერაციის" ლიდერის, გჟეგოჟ ბრაუნის ქმედებები, რომელმაც ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
ბრაუნმა სოციალურ ქსელში საელჩოში ვიზიტის ამსახველი კადრები და ფოტოები გამოაქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკოსმა უკმაყოფილება გამოთქვა ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ოპერაციის გამო და მას „სამარცხვინო“ უწოდა.
პოლონეთში აშშ-ის ელჩმა, თომას როუზმა, მკაცრად გააკრიტიკა პარლამენტის წევრი და მის ქმედებებს „ამაზრზენი“ უწოდა.
მან ბრაუნი გააფრთხილა, რომ ვაშინგტონს იმ ადამიანების დამოკიდებულებას ემახსოვრება, რომლებიც შეერთებული შტატების ოპონენტებს უჭერდნენ მხარს.
„ამერიკა და შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ დაივიწყებენ, ვინ არიან მათი მეგობრები და, რაც მთავარია, ვინ არ არიან მათი მეგობრები“, - წერს როუზმა X-ზე .