რესპუბლიკელმა სენატორმა ტომ ტილისმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აქვს ვალდებულება, ამერიკელ ხალხსა და კონგრესს ირანში მიმდინარე ოპერაციის შესახებ „სიცხადე“ მიაწოდოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.
ტილისმა ხაზი გაუსვა „ჩვენი მიზნებისა და ამოცანების მკაფიოდ ჩამოყალიბების აუცილებლობას, რადგან ამერიკელი ხალხი ეჭვქვეშ აყენებს ამ ომში ჩართვის მიზანშეწონილობას“.
სენატორმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის ამ ასპექტებთან დაკავშირებით სიცხადე საშუალებას მოსცემთ „დაიწყოს მხარდაჭერის მოპოვება სამხედრო ოპერაციისთვის, რომელიც შეიძლება ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდეს“, საომარი უფლებამოსილების რეზოლუციის შესაბამისად.
ტილისმა აღნიშნა, რომ თუ კონფლიქტი ორ თვეზე მეტხანს გაგრძელდება, პრეზიდენტს კონგრესისთვის მიმართვა მოუწევს.
„მე მჯერა, რომ საომარი უფლებამოსილებების რეზოლუციით გათვალისწინებული 60-დღიანი პერიოდის ბოლოს, უნდა არსებობდეს ან ძალიან მკაფიო გრძელვადიანი ვალდებულება და შესაბამისი მოთხოვნა კონგრესისადმი, ან, ჩემი აზრით, საომარი მოქმედებების შეწყვეტა“, - თქვა მან.