ლიბანში ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო AFP იუწყება, რომ ღამით, დედაქალაქი ბეირუთი, ირანის 117-მა მოქალაქე, მათ შორის დიპლომატებმა და საელჩოს თანამშრომლებმ დატოვეს.
AFP-ის წყაროს ცნობით, ისინი ლიბანიდან რუსული თვითმფრინავით გაემგზავრნენ. წყარომ არ დააკონკრეტა, ლიბანიდან ირანის დიპლომატიური მისიის რომელ თანამშრომლები გაემგზავრნენ.
AFP აღნიშნავს, რომ ევაკუაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ლიბანის მთავრობამ 5 მარტს, აკრძალა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყველა საქმიანობა, რომელიც ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მთავარი სპონსორია.