ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი რობ იეტენი კიევში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
რობ იეტენი სოციალურ ქსელში წერს, რომ კიევში იმყოფება და რუსული დაბომბვის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი ეზო მოინახულა. უკრაინული მედიის ცნობით, როგორც ფოტოდან ჩანს, ეს ბორშაჰივკაში, კუჩერას ქუჩაზე მდებარეობს, სადაც რუსულმა რაკეტამ მთელი სადარბაზო გაანადგურა.
„აქ დგომისას, დანგრეულ შენობებს შორის, ნათლად იგრძნობა ის უზარმაზარი ტანჯვა და უსამართლობა, რომელსაც რუსეთი აქაურობას აყენებს... ნიდერლანდები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელი ხალხის ყოველდღიურ ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ისინი იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ევროპის თავისუფლებისთვისაც“, - აღნიშნა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათ ხსოვნის კედელთან ერთად პატივი მიაგეს დაღუპულ უკრაინელ დამცველებს.