სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისტორიკოსისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გუბაზ სანიკიძის გამოკითხვა დასრულდა.
მან ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
"შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს",- თქვა სანიკიძემ.
შეგახსენებთ, დღეს დილით სუს-ში დაადასტურეს, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს. სამივე მათგანი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ირანის გავლენების გაზრდის თაობაზე. გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გივი თარგამაძეც. როგორც გაირკვა, ის საქართველოში არ იმყოფება.