ირანმა ნახიჩევანზე თავდასხმა 4 დრონით განახორციელა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
უწყების ცნობით, ტექნიკურმა საშუალებებმა დაადასტურა, რომ ნაჭიჩევანის რეგიონს თავს დაესხა ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი.
უწყების ცნობით ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანის არმიამ გაანეიტრალა, სხვების სამიზნე კი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გახდა, მათ შორის, საჯარო სკოლის შენობა სასწავლო პროცესის დროს.
უწყება აღნიშნავს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცება, რომ პატივს სცემს ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით მუსლიმური და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და უარყოფს აზერბაიჯანზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დღეს განხორციელებულ თავდასხმებს, არანაირად არ შეიძლება ჩაითვალოს მისაღებად.
"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და უზრუნველყოფენ, რომ დამნაშავეები დაისაჯონ ირანის შესაბამისი ორგანოების მიერ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.