სპარსეთის ყურეში, ქუვეითის სანაპიროსთან, ტანკერზე ძლიერი აფეთქება მოხდა.
გემის მარცხენა მხარე დაზიანდა და მასში წყალი შევიდა. ინფორმაციას 'დოიჩე ველე" დიდი ბრიტანეთის საზღვაო ძალებთან არსებული საზღვაო ვაჭრობისა და კომერციის კოორდინაციის ცენტრზე (UKMTO) დაყრდნობით ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ტვირთმზიდიდან ზღვაში ნავთობი ჟონავს. ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.
ტანკერის კაპიტანმა, რომელიც ქალაქ მუბარაქ ალ-კაბირის სამხრეთით 55 კილომეტრში ღუზაზე იყო გაჩერებული, განაცხადა, რომ აფეთქების შემდეგ მან დაინახა პატარა ნავი, რომელიც გემს შორდებოდა.
ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფეთქება ქვეყნის ტერიტორიული წყლების გარეთ მოხდა.