ირანელი სამხედროები უარყოფენ ბრალდებას, რომ თურქეთის მიმართულებით რაკეტა გაუშვეს. ამის შესახებ ირანული მედია წერს.
„ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები პატივს სცემენ მეზობელი და მეგობარი ქვეყნის, თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფენ ამ ქვეყნის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს.