მივესალმები, ჩვენმა კოლეგებმა თუ იპოვეს თანხვედრა ძირითად პოზიციებსა და სტრატეგიულ შეხედულებებში. ჩვენ წინსწრებით განვაცხადეთ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში რაიმე ოპოზიციური ერთობის ნაწილი არ ვიქნებით, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
„კოლეგებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ძალისხმევა გაიღონ ერთობლივად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ძალისხმევა გავატაროთ დამოუკიდებლად, რადგან გვჭირდება მკვეთრი პოზიციონირება იმ ელექტორატთან მიმართებით, მათ შორის, რომელიც გვგონია, რომ დღეს არ არის ამ ერთობის დამკვეთი და არის სხვა დაკვეთის მქონე. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით წინსწრებით გვქონდა პოზიცია გაცხადებული. სხვა შემთხვევაში, თანხვედრა თუ იპოვეს და ამ ბრძოლაში რაღაც სტრატეგიული ხაზები ჩვენს შორისაც დაემთხვა, ძალიან კარგი იქნება“, – აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.
შეგახსენებთ, ცხრა ოპოზიციურმა პარტიამ საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმების შესახებ განაცხადა.