ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, განაცხადა, რომ ირანის რეჟიმის მიერ ალი ხამენეის შემცვლელად დანიშნული ნებისმიერი ლიდერი ცალსახა სამიზნე იქნება.
„ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ირანის ტერორისტული რეჟიმის მიერ დაინიშნება ისრაელის განადგურების გეგმის გასაგრძელებლად, შეერთებული შტატების, თავისუფალი სამყაროსა და რეგიონის დაშინებისა და ირანელი ხალხის ჩაგვრის მიზნით, ლიკვიდაციისთვის ცალსახა სამიზნე იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ან სად იმალება“, - განაცხადა კაცმა.
„ჩვენ გავაგრძელებთ სრული ძალით მოქმედებას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, რათა შევამციროთ რეჟიმის შესაძლებლობები და შევქმნათ პირობები მისი დამხობისა და ირანელი ხალხის ჩანაცვლებისთვის“, - დაასკვნა კაცმა.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის უზენაეს ლიდერად სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ალი ხამენეის შვილი, მოჯთაბა, აირჩია.