აშშ-ის სამხედრო ძალებში განაცხადეს, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში 17 ირანული გემი გაანადგურეს და 2000 სამიზნეს დაარტყეს.
ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მეთაურის, ადმირალ ბრედლი კუპერის განცხადებაში.
„ფოკუსირებულები ვართ ვესროლოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენკენ სროლა. ჩვენ ასევე ვძირავთ ირანის საზღვაო ფლოტს - მთელ საზღვაო ფლოტს. ჯერჯერობით, გავანადგურეთ 17 ირანული გემი, მათ შორის ყველაზე ოპერატიული ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა გვერდში ნახვრეტი აქვს“, - განაცხადა კუპერმა.
კუპერის თქმით, ოპერაციის დროს აქტიურად გამოიყენება Northrop B-2 Spirit და Rockwell B-1 Lancer სტრატეგიული ბომბდამშენები.
გარდა ამისა, მისი თქმით, ოპერაციაში 50 000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი და 200-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობს და დარტყმები 24 საათის განმავლობაში ხორციელდება.
„ჩვენ უკვე დაახლოებით 2000 სამიზნეს დავარტყით და 2000-ზე მეტი საბრძოლო მასალა გამოვიყენეთ. ჩვენ მნიშვნელოვნად შევასუსტეთ ირანის საჰაერო თავდაცვა და გავანადგურეთ ასობით ირანული ბალისტიკური რაკეტა, გამშვები მოწყობილობა და დრონი, - თქვა კუპერმა.