ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანსა და ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 140-ზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
ისრაელის სამხედროებმა მანამდე აღნიშნეს, რომ მათ დარტყმები განახორციელეს „ჰეზბოლას მაღალი რანგის ტერორისტებზე ბეირუთის რაიონში“ და „ჰეზბოლას ცენტრალურ სამეთაურო პოზიციაზე სამხრეთ ლიბანში“.
მათივე ცნობით, „ეს არის საპასუხო ქმედება „ჰეზბოლას“ მიერ ისრაელის მიმართულებით ჭურვების გაშვებაზე“.
„ჰეზბოლამ“ გუშინ განაცხადა, რომ ირანის უზენაესი ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ „აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავის მოვალეობას შეასრულებდა“.