ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ დაიწყებს,- ამის შესახებ ირანის ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს
მდივანმა, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომელიცაიათოლა ალი ხამენეის მთავარი მრჩეველი იყო. ამის შესახებ ლარიჯანი Х-ზე წერს.
ლარიჯანი გამოეხმაურა გავრცელენულ ინფორმაციას, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს შუამავლების მეშვეობით მიმართა მოლაპარაკებების განახლების მოთხოვნით.
„ჩვენ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას არ ვაპირებთ“, - თქვა მან.
მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „რეგიონი ქაოსში ჩაითრია თავისი „ცრუ იმედებით“ და ახლა შეშფოთებულია ამერიკელი ჯარისკაცების შემდგომი დანაკარგებით“.
„თავისი ქმედებებით მან საკუთარი სლოგანი „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ „ისრაელი უპირველეს ყოვლისად“ გადააქცია და ამერიკელი ჯარისკაცები შესწირა ისრაელის ძალაუფლებისკენ სწრაფვას“, - თქვა ლარიჯანიმ.