ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) კვირას განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკულ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
„ამერიკულ ავიამზიდ Abraham Lincoln-ს ოთხი ბალისტიკური რაკეტა დაეჯახა,“ - აღნიშნულია განცახდებაში
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ხმელეთი და ზღვა სულ უფრო მეტად გადაიქცევა ტერორისტი აგრესორების სასაფლაოდ“.
Abraham Lincoln აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე Nimitz-ის კლასის ავიამზიდია. მის ბორტზე განთავსებულია სტელსის სისტემის F-35 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავები, რომლებსაც მტრის რადარისგან თავის დაღწევა შეუძლიათ. დამრტყმელ ჯგუფს ასევე ჰყავს სამი გამანადგურებელი, რომლებიც დატვირთულია Tomahawk-ის სახმელეთო ფრთოსანი რაკეტებით და ჩვეულებრივ თან ახლავს ბირთვული წყალქვეშა ნავი, რომელიც იგივე იარაღს ისვრის.