ომანის სანაპიროსთან ნავთობტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციასBBC ომანის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერს ქვეყნის ჩრდილოეთით, ხასაბის პორტიდან დაახლოებით 8 კილომეტრის დაშორებით დაესხნენ თავს.
ეკიპაჟის ოთხი წევრი დაშავდა, ხოლო 20-ვე მგზავრი, მათ შორის ინდოეთის 15 და ირანის 5 მოქალაქე, ევაკუირებულია. საზღვაო უსაფრთხოების ცენტრმა არ დააკონკრეტა, თუ რაითი განხორციელდა დაარტყმა გემზე.
მანამდე ომანის საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დუკმის კომერციული პორტი ორი დრონის სამიზნე გახდა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.