აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაღუპულია უზენაესი ლიდერის ქალიშვილი, შვილიშვილი, რძალი და სიძე.
შეგახსენებთ, 1-ელი მარტის ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გნაცხადა, რომ „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოროტი ადამიანი“ - ირანის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი მკვდარია.
ამის შემდეგ ირანმა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაღუპვა დაადასტურა. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდა.