ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანული დრონი მრავალსართულიან შენობას დაეჯახა.
„მანამაში რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა. სამოქალაქო თავდაცვა აგრძელებს ხანძრის ჩაქრობას და ადგილზე სამაშველო ოპერაციების ჩატარებას... შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამოქალაქო თავდაცვის გზით, მანამასა და მუჰარაკში სამი შენობის დაზიანებას აღმოფხვრით არის დაკავებული, რაც დრონების თავდასხმებისა და ჩაჭრილი რაკეტის ნამსხვრევების შედეგად იყო გამოწვეული. პირველი შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა და ხანძარი კონტროლს დაექვემდებარა“, - აღნიშნულია ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.