დუბაიში ირანის დარტყმების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ირანის სარაკეტო იერიშების შემდეგ ხანძარი დუბაიში, პალმის კუნძულებზე მდებარე სასტუმრო Fairmont-თან გაჩნდა.
დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
„დუბაის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური ადასტურებს, რომ ხანძარი კონტროლს ექვემდებარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, თუ როგორ ეჯახება დრონი დუბაიში სასტუმროს.