„იმედის ბანკზე“ რასაც „ქოცები“ ამბობენ, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს და სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა ვინმე იჯერებდეს?- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია წერს.
„აი, ახლა რასაც „იმედის ბანკზე“ ამბობენ „ქოცები“ და მათი პროპაგანდისტები, რანაირად შეიძლება შიზოიდი თაღლითის გარდა ვინმე ამბობდეს და სასოწარკვეთილი იდიოტის გარდა ვინმე იჯერებდეს?“- წერს გვარამია „ფეისბუქზე“.
ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის. როგორც ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „იმედის“ ჰოლდინგის ახალი დამფუძნებლები, ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, უმოკლეს ვადაში, სულ რამდენიმე თვეში, შექმნიან საკუთარ ბანკს, სახელწოდებით ,,იმედის ბანკი“.
შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი“ და „პოსტივი“ 24 თებერვალს დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს.