„იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი“ ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს - ეს კანონის მოთხოვნაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“.
„კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა. „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია. რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი” ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს. ესეც კანონის მოთხოვნაა.
თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს (არის ასეთი შესაძლებლობა კანონში) და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“, - წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად დაასანქცირა, საკუთარ ბანკს ქმნის.