ყაზახეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ შჩუჩინსკში კაფეში აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.
მედიის ცნობით, დაღუპულებს შორის 16 წლის გოგონაა, 13 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება.
ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის გარემოებებს სამაშველო სამსახურები და პოლიცია იძიებენ.