დიდი ბრიტანეთის ელჩმა, გარეთ უორდმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დატოვა. ელჩს მედიასთან არც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ გაუკეთებია კომენტარი.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა გუშინ განაცხადა, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, რა არის ქართული ტელევიზიების დასანქცირების საფუძველი, რადგან სანქციებს მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება.
გაერთიანებულმა სამეფომ "იმედი და "POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო 24 თებერვალს დაასანქცირა.