კუბის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა ცეცხლი გაუხსნა პირებს, რომლებიც კუბის ტერიტორიულ წყლებში აშშ-ში რეგისტრირებული ნავით შევიდნენ, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა.
მედიის ცნობით, გემი, რომელიც სროლაში მოყვა სამოქალაქო პირებისთვის იყო განკუთვნილი და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა აშშ-ის სამხედროებთან.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცახდებით, განახლებულ ინფორმაცია თეთრ სახლი უახლოეს საათებში გაავრცელებს.
„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი ისე ცუდდ არ არის, როგორც შეიძლება წარმოვიდგინოთ, მაგრამ მეტს ვერ ვიტყვი, რადგან არ ვიცი,“ - განაცხადა ვენსმა.
New York Times-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ სროლის ფაქტს იძიებს, თუმცა ამჟამად კუბის მთავრობისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ინციდენტი აშშ-ის სამხედროებთან დაკავშირებული ყოფილიყო, რუბიომ უპასუხა: „არა“.
„ძალიან უჩვეულოა ღია ზღვაში ასეთი სროლის ნახვა. ეს არ არის ის, რაც ყოველდღე ხდება. ზუსტად გავარკვევთ, რა მოხდა, ვინ იყო ჩართული და გადაწყვეტილებას იმის საფუძველზე მივიღებთ, რასაც აღმოვაჩენთ“, - განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.