ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს უახლოეს თვეებში ჩაატარებს,- ამის შესახებ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტრუნ ფროსტადოტირმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობას ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება თარიღის შესახებ, მაგრამ ეს უახლოეს თვეებში მოხდება.
„მომდევნო რამდენიმე თვეში, შესაძლოა, რადგან ჯერ არ მიგვიღია საბოლოო გადაწყვეტილება თარიღის შესახებ, მაგრამ უახლოეს თვეებში ჩავატარებთ რეფერენდუმს ისლანდიის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“, - აღნიშნა ისლანდიის პრემიერმა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მოლაპარაკებები ისევ ისლანდიის სურვილით შეჩერდა 2015 წელს. ბოლო გამოკითხვებით, ისლანდიელების 45% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, 35% კი წინააღმდეგია.