აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ მორიგი სანქციები დაუწესა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები დაეკისრა „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30-ზე მეტ ფიზიკურ პირს, ორგანიზაციასა და ირანთან დაკავშირებულ გემს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირები და კომპანიები ირანული ნავთობის უკანონო გაყიდვების ხელშეწყობისა და ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და თანამედროვე ჩვეულებრივი იარაღის წარმოების გამო დასანქცირდნენ.