თურქეთში F-16 ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა.
მედიის ცნობით, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 1:00 საათზე მოხდა; გამანადგურებელი იზმირ-სტამბოლის გზატკეცილთან ახლოს ჩამოვარდა.
ჩამოვარდნის შემდეგ, ადგილზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, თვითმფრინავის ნამსხვრევები კი ასობით მეტრზე გაიფანტა.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ თვითმფრინავი რადარიდან ადგილობრივი დროით 00:56 საათზე გაუჩინარდა. გარდა ამისა, პილოტთან კონტაქტიც დაიკარგა.
საგამოძიებო კომისია ავიაკატასტროფის მიზეზებს იძიებს.