ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მთავრობამ პატივი სცეს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ახლა არ ხდება - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
ბაიბა ბრაჟემ არ ისაუბრა დეტალებზე, ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში განიხილება თუ არა ყულევის პორტის სანქცირება.
"კომენტარს ვერ გავაკეთებ დახურულ დისკუსიებზე. კერძოდ ამ საკითხზეც.(სანქციების მე 20 პაკეტში ყულევის შესახებ). რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, არაერთხელ გავაკეთე განცხადება ქართველი ხალხი იმსახურებს, რომ მთავრობამ პატივი სცეს მათ ევროპულ არჩევანს, რაც ახლა არ ხდება", - განუცხადა ნაინა ნრაჟემ "ევროსკოპს".