უკრაინული მედიის ცნობით, 22 თებერვლის ღამეს, რუსებმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული შეტევა განახორციელეს. რა დროსაც 50 რაკეტა და 300-მდე დრონი გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა რომელთაგან 33 რაკეტა და 274 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.
თავდასხმის ძირითადი სამიზნე იყო კიევის, ოდესის, კიროვოგრადისა და პოლტავის ოლქები.
შეიარაღებული ძალების ცნობით, 14 ლოკაციაზე 14 რაკეტა და 23 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, ხოლო უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები 5 ლოკაციაზე ჩაცვივდა.