უკრაინული მედიის ცნობით, 22 თებერვლის ღამეს, ლვოვის ცენტრში ძლიერი აფეთქებები მოხდა, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა უბანში ისმოდა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 15 დაშავებულის შესახებ.
მოგვიანებით, ქალაქის მერმა ანდრიი სადოვმა განცხადა, რომ დაიღუპა 23 წლის პოლიციელი, დაშავდა 14, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
„როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე მივიდა, აფეთქება მოხდა. როდესაც მეორე ეკიპაჟი მივიდა, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დადგინდა, რომ 23 წლის პოლიციელი დაიღუპა. დაზიანდა საპატრულო მანქანა და სამოქალაქო პირთა მანქანა. დაშავებულთა რაოდენობა დგინდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ სადოვიმ განაცხადა, რომ დაშავებულია 14 ადამიანი.
.„ლვოვი. ეს იყო ტერაქტი. ამჟამად საავადმყოფოში 14 დაშავებულია. ექიმები ყველა საჭირო დახმარებას უწევენ. სამართალდამცავი ორგანოები და ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - განაცხადა მერმა.