ხარკოვის ოლქის ქალაქ მალინოვკაში, სასაწყობე შენობის ნანგრევების ქვეშ სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამ დროისთვის, რუსული თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი სამამდე გაიზარდა, ხოლო კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამაშველო და სამძებრო სამუშაოები გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 20 თებერვალს, შუადღისას, მალინოვკაში, ჩუგუევსკის რაიონში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.