თეირანი ვაშინგტონთან შესაძლო ბირთვული შეთანხმების პროექტის მომზადებას 2-3 დღეში გეგმავს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ჩემთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება შესაძლო შეთანხმების პროექტის წარდგენა ჩვენი ამერიკელი კოლეგებისთვის. მე მჯერა, რომ ის მზად იქნება მომდევნო ორ-სამ დღეში“, - თქვა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუ შეერთებული შტატები ირანის მიმართ პატივისცემას გამოიჩენს.