Sky News ირანულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი და ირანი დღეს საზღვაო წვრთნებს ჩაატარებენ.
წვრთნები, რომლებიც ომანის ზღვასა და ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ჰორმუზის სრუტეში სამხედრო წვრთნებიდან რამდენიმე დღეში იმართება.
„ამ ერთობლივი წვრთნების მთავარ მიზნებს შორისაა თანმიმდევრულობისა და კოორდინაციის შექმნა საზღვაო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად და საზღვაო ტერორიზმთან ბრძოლის ერთობლივი ზომების განხორციელება“, - განაცხადა ირანის საზღვაო ძალების მეთაურმა ჰასან მაგსუდლუმ.
წვრთნები სახელწოდებით „საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“, რომელშიც ირანი, რუსეთი და ჩინეთი მონაწილეობენ, პირველად 2019 წელს ჩატარდა.