აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქმნის ონლაინპორტალს, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოსახლეობას მათი მთავრობების მიერ აკრძალულ ინფორმაციასა და მასალებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ Reuters გეგმის შესახებ ინფორმირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროექტს საჯარო დიპლომატიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, სარა როჯერსი ხელმძღვანელობს, ხოლო ონლაინ პორტალი freedom.gov-ზე განთავსდება.
მათი მონაცემებით, ვაშინგტონი პროექტს ცენზურასთან ბრძოლის ინსტრუმენტად მიიჩნევს. ამასთან, ზოგიერთმა იურისტმა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უკვე გამოთქვა შეშფოთება მის იურიდიულ და პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით, მათ შორის ონლაინ კონტენტის რეგულირების გამო ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობების შემდგომი ესკალაციის რისკის გამო.