უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების შესახებ უკრაინას, ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ შეერთებული შტატები მონაწილეობას მიიღებს ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის პროცესში.
ზელენსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოლაპარაკებების არსებით ხასიათთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მოგეხსენებათ, არსებობს ორი მიმართულ;ება: სამხედრო და პოლიტიკური. აქვე მინდა ვთქვა, რომ სამივე მხარე კონსტრუქციული იყო სამხედრო მიმართულებით,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, კერძოდ, „სამხედროებს ესმით, თუ როგორ უნდა აკონტროლონ ცეცხლის შეწყვეტა და ომის დასრულება, თუ არსებობს პოლიტიკური ნება“.
„ისინი (მოლაპარაკებების მხარეები), პრინციპში, თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. მონიტორინგში აუცილებლად ჩაერთვება ამერიკული მხარე. მე მჯერა, რომ ეს კონსტრუქციული სიგნალია“, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ მონიტორინგის ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს გააცნობს.