ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთისა და უკრაინის ომის მოგვარების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა, დასრულდა, განაცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა,
რუსეთის დელეგაციის ხელმზღვანელის ვლადიმირ მედინსკის განცახდებით, „ჟენევაში მოლაპარაკებები დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ის რთული, თუმცა საქმიანი იყო.“
მან დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი შეხვედრა „უახლოეს მომავალში“ გაიმართება.
ამასთან, უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელისა და ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივნის, რუსტემ უმეროვის პრესმდივანმა, დიანა დავითიანმა, ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია.
„დიახ, ორივე ჯგუფმა უკვე დაასრულა“, - თქვა მან.