ჟენევაში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების მესამე რაუნდი ჟენევაში გუშინ დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლი, სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების პირველი დღის შესახებ ინფორმაცია თავიანთი ქვეყნების ლიდერებს გააცნონ და შეთანხმების მისაღწევად მუშაობა განაახლონ.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა.