კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ყველაზე რთულ პრობლემად ტერიტორიის საკითხი რჩება. სწორედ ეს არის ომის დასრულებისთვის მთავარი ბარიერი. ამის შესახებ განაცხადა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა Fox News-თან განაცხადა.
დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი ჯერ არ არის დარწმუნებული, რომ რუსეთი სერიოზულად არის განწყობილი საბრძოლო მოქმედებების დასრულების თაობაზე.
ამავდროულად, შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი პირობების შემუშავება, რომლებიც მისაღები იქნება უკრაინისთვის და ამავდროულად, მოსკოვის მიერ იქნება მხარდაჭერილი.
უიტეკერმა გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის სიტყვები, რომ „ყველაფერი ერთ საკითხამდე - ტერიტორიებამდე - დაიყვანება“.
„მაგრამ ეს ყველაზე რთული და მძიმე პრობლემა იქნება. ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ მასზე მუშაობას“, - აღნიშნა ელჩმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს, თუმცა აღიარა, რომ მოლაპარაკების პროცესი უკიდურესად რთული და დამაბნეველია.
მხარემ უნდა იპოვოს გზა, რათა შეთანხმდნენ ამ ომის დასრულებაზე“, - დასძინა უიტაკერმა.